პროფესიონალი მთავარი ბუღალტრის კურსი
პროფესიონალი მთავარი ბუღალტრის კურსი
კურსი შექმნილია რაციოს ფინანსური აკადემიის პროფესიონალთა გუნდის მიერ და მისი მიზანია საქართველოში მოქმედი ბუღალტრებისთვის კვალიფიკაციის განვითარება, საგადასახადო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის, IFRS სტანდარტის და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შესწავლა პრაქტიკული ქეისების განხილვის მეთოდით.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ ყველანაირ ფინანსურ და საგადასახადო საკითხზე ანალიზის გაკეთებას, სწორად აღრიცხვას, შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ფინანსური ანგარიშების მომზადებას.
კურსის სილაბუსი შედგენილია ბუღალტრებისთვის პრაქტიკაში გამოსაყენებელი საკითხებით, ყურადღება გამახვილებულია სფეროში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ ყველა საკითხს დისკუსიით.
მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგაც მუდმივად მიიღებთ ყველანაირ საგადასახადო ან ფინანსურ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას და კონსულტაციებს უფასოდ. ასევე გაიცნობთ პროფესიონალ მთავარ ბუღალტრებს და ამ სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს. მუდმივად ვიკონტაქტებთ და მოვაწყობთ შეკრებებს,როგორც ადგილზე ასევე ონლაინ.

პროფესიონალი მთავარი ბუღალტრის კურსის ტრენერები :
ეთერ ზუმბაძე – კურსის ფინანსური მიმართულების მენტორი
სხვადასხვა დროს პორტფელი მოიცავდა ფინანსურ ინსტიტუტებს, წარმოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამშენებლო, სპორტულ და სათამაშო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს: მათ შორის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის არ ეს ემ საქართველოს ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი, ამჟამად ექიმოს ფინანსური მენეჯერი. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი. ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების გაიდლაინების მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგებების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების 10 წლიანი გამოცდილება, შესაბამისად ზუსტად იცის ბუღალტრების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომები.
ნინო ხატისაშვილი – კურსის საგადასახადო მიმართულების მენტორი
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო აუდიტორი; რაციოს ფინანსური აკადემიის ტრენერი; ფინანსისტი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი;ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი სხვადასხვა დროს მისი პორტფელი მოიცავდა მომსახურებას, წარმოებას, სამშენებლო, სავაჭრო კომპანიებს. ჩატარებული აქვს 100 -ზე მეტი ტრენინგი ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით. გამოცდილება აქვს პრაქტიკოს მთავარ ბუღალტრად მუშაობის, შესაბამისად მარტივად პოულობს ბუღალტრებთან საერთო ენას.
კურსზე ასევე მოწვეული იქნებიან ამ სფეროს წარმატებული პროფესიონალი სპეციალისტებიც.
დაწყების თარიღი : 7 ოქტომბერი
დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი
დრო: 20:00სთ
კურსის ღირებულება: 1100 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გასაუბრების და გამოცდის საფუძველზე გაიცემა რაციოს ფინანსური აკადემიის ორ ენოვანი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599 208 409