დღგ-ის რეფორმის ფარგლებში „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებები

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N996 ბრძანებაში განხორცელდა ცვლილებები, რომლითაც დეტალურად განიმარტა საქართველოს საგაასახადო კოდექსში 2020 წლის 14 ივლისის N6817 საქართველოს კანონით დღგ-ის კარში განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებები.
კერძოდ:
• განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები;
• განისაზღვრა წესები და პირობები, რა შემთხვევაში არ განიხილება ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მ.შ რა შემთხვევებში არ ითვლება მომსახურება საქართველოში განხორციელებულად;
• გაიწერა დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი, ასევე ცალკეული შემთხვევები, როდესაც დასაბეგრ პირს ეზღუდება ჩათვლის მიღების უფლება;
• დეტალურად გაიწერა ძირითად საშუალებებზე ჩათვლის მიღების წესი და დღგ-ის თანხის კორექტირების გარემოებები დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ამ ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში;
• დეტალურად განიმარტა ვაუჩერის სახეები და მისი მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის წესი;
• განისაზღვრა სპეციალური სქემით დასაბეგრი საქონლის, კერძოდ ანტიკვარიატის, ხელოვნების ნიმუშების და საკოლექციო ნივთების სახეები და დეტალურად განიმარტა დაბეგვრის ამ სქემის გამოყენების და მისი გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესი.

how can we help you?

Contact us at the Consulting WP office nearest to you or submit a business inquiry online.

This website uses cookies and asks your personal data to enhance your browsing experience. We are committed to protecting your privacy and ensuring your data is handled in compliance with the General Data Protection Regulation (GDPR).