დაქირავებულ პირთა რეესტრი

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან, დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება ხდება სავალდებულო.
დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი).
დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 112-ე და 112-ე მუხლის 41-ე პუნქტით.
შენიშვნა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112-ე მუხლის 41-ე პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია 2021 წლის 1 მარტამდე „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“
მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს, დაქირავებულ პირთა შესახებ, სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

how can we help you?

Contact us at the Consulting WP office nearest to you or submit a business inquiry online.

This website uses cookies and asks your personal data to enhance your browsing experience. We are committed to protecting your privacy and ensuring your data is handled in compliance with the General Data Protection Regulation (GDPR).